ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში ხანძარი გაჩნდა
ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ დასახლებაში დღეს ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, დამწვარია 4 საცხოვრებელი ბარაკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის, ცეცხლი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.