ბექა ვაჭარაძე: ხმა მივეცი გუნდს, რომელმაც ზუსტად იცის რა არის საჭირო ქალაქის განვითარების გასაგრძელებლად

70-ე ოლქში, მე-8 უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა ფოთის მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ქალაქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, საარჩევნო უბნები დილის 8 საათიდან გაიხსნა.

ვაჭარაძის თქმით, ფოთელები ყოველთვის მშვიდად და სამართლიანად აკეთებენ არჩევანს.

“ხმა მივეცი გუნდს, რომელმაც ზუსტად იცის, რა სჭირდება ჩვენს ქალაქს განვითარების გასაგრძელებლად და განვითარების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასაყვანად.

ფოთელები ყოველთვის მშვიდად და სამართლიანად აკეთებენ არჩევანს.

დარწმუნებული ვარ, როგორც ჩვენს ქალაქში, ისე სრულიად საქართველოში, დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის და ჩვენ ასე ერთად გავაგრძელებთ ქალაქისა და ქვეყნის მშვიდობიან წინსვლას”, – განაცხადა ფოთის მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები