დათო კოდუა: მხარი დავუჭირე ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ამ ქვეყნის და მისი მუნიციპალიტეტების მშვიდობიანი განვითარება შეუძლია

„ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ საკუთარი არჩევანი მშობლიურ სოფელ დარჩელში, N 35-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

მერობის კანდიდატის თქმით, მან ხმა მისცა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ამ ქვეყნის და მისი მუნიციპალიტეტის მშვიდობიანი განვითარება შეუძლია.

„რა თქმა უნდა მხარი დავუჭირე ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ამ ქვეყნის და მისი მუნიციპალიტეტების მშვიდობიანი განვითარება შეუძლია. დარწმუნებული ვარ დღეს ზუგდიდში და საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს, როგორც მერობის ასევე საკრებულოს არჩევნებში. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განწყობები რაც მოსახლეობაშია, ხალხი კარგად ხედავს განსხვავებას ჩვენსა და სხვებს შორის. წინასწარ მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის. ამ ნდობას მე საქმით დავამტკიცებ”,- წერს კოდუა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები