ფოთის მერი: „ქართული ოცნების“ გუნდის, ცენტრალური და ადგილობრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენებით, ფოთში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ

ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და 4-წლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

შეხვედრაზე მერმა ფოთელებს გააცნო განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, ახალგაზრდობის, განათლებისა და სპორტის მიმართულებით.

ასევე, მან წარადგინა ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმები და ხედვები.

,,ჩვენი მთავარი ძალა კვლავ რჩება: მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, პროცესების გამჭვირვალობა, პასუხისმგებლიანი მიდგომა.

„ქართული ოცნების“ გუნდის, ცენტრალური და ადგილობრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენებით, ამ პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. წინ ახალი გეგმებია. იმავე პასუხისმგებლობით, მეტი ენერგიითა და შესაძლებლობებით, ჩემს გუნდთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას, რათა ფოთი კიდევ უფრო მოწესრიგებული, თანამედროვე და კომფორტული ქალაქი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის”,- განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

მერის ანგარიშის წარდგენას ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია დაესწრო.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები