ლაგოდეხში, გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ჭარბმა ნალექმა სოფლების დატბორვა გამოიწვია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანგრძლივი, გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ჭარბმა ნალექმა სოფლების დატბორვა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაზიანებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი, დაიტბორა – საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები,მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.

“სტიქიამ ყველაზე მეტად ნინიგორის, კაბალის, ცოდნისკარის, გიორგეთის და აფენის თემის მოსახლეობა დააზარალა.მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

სალიკვიდაციო სამუშაოები სტიქიის პირველივე წუთებიდან დაწყებულია. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები