დათო კოდუა მოქალაქეებს ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდა

ზუგდიდში, ეგრისის ადმინისტრაციული ერთეულის წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შემაჯამებელ შეხვედრას ზუგდიდის მერობის კანდიდატ დათო კოდუასთან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თაზო ფაცაციასთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ესწრებოდა.

კოდუას თქმით, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, „ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარად, ღირსეული კანდიდატი, თაზო ფაცაცია წარადგინა.

„ქალაქ ზუგდიდში, ეგრისის ადმინისტრაციული ერთეულის, წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან, დავით ფაცაციასთან ერთად გავმართეთ.

ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, „ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარად, ღირსეული კანდიდატი, თაზო ფაცაცია წარადგინა”, – აღნიშნა დათო კოდუამ.

როგორც შეხვედრაზე მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ აღნიშნა, ზუგდიდი სხვადასხვა მიმართულებით მეტად განვითარებული მუნიციპალიტეტი იქნება. ყველა გადაწყვეტილება მოქალაქეების ჩართულობით იქნება მიღებული.

„ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, რომ ზუგდიდი სხვადასხვა მიმართულებით გავხადოთ მეტად განვითარებული მუნიციპალიტეტი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ კიდევ უფრო მეტად კომფორტულ და ინფრასტრუქტურულად განვითარებულ გარემოში იცხოვრონ.

ყველა გადაწყვეტილება მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით იქნება მიღებული. მეტად გავააქტიურებთ ახალგაზრდებს, რადგან ისინი არიან ამ მუნიციპალიტეტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და ჩვენი მომავალი”, – აღნიშნა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა.

მერობის კანდიდატმა დევნილებისთვის ბინების გადაცემაზეც ისაუბრა.2013 წლიდან დღემდე ზუგდიდში ბინა გადაეცა 2000-მდე ოჯახს, 3288 სახლია შეძენილი სოფელში და მიმდინარეობს 1747 ბინის მშენებლობა.

„შეხვედრას ჩვენი დროებით დევნილი მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. 2013 წლიდან დღემდე ჩვენ ზუგდიდში ბინა გადავეცით 2000 -მდე ოჯახს, ასევე 3288 სახლი გვაქვს სოფლად შეძენილი და მიმდინარეობს 1747 ბინის მშენებლობის პროექტი, რომელიც მალე დასრულდება.

მადლობა თითოეულ ამომრჩეველს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. თითოეული ჩვენი გამარჯვება ერთად მოპოვებულია – ასე გაგრძელდება მომავალშიც” – თქვა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები