აჭარაში საგანმანათლებლო პროგრამაში გამარჯვებული 100 მასწავლებელი დაჯილდოვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა. პროგრამის ფარგლებში წელს 100 გამარჯვებული გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგანმანათლებლო პროგრამა – „პროექტი ჩემს გაკვეთილზე” მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერასა და სწავლის პროცესის გამრავალფეროვნებას.

“აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა კონკურსში მონაწილეობისა და საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური მიდგომების დანერგვისთვის.

გამარჯვებული მასწავლებლები ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ 500 ლარიან სახელფასო დანამატს, ასევე, 1000 ლარს საჭირო რესურსების შესაძენად. პროგრამაში მონაწილეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეუძლიათ. გამარჯვებული პროექტების გამოვლენა კონკურსის წესით ხდება.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები