აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი „ქართული ოცნების” ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ,,ქართული ოცნების” ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს დათა კობალაძეს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ახალგაზრდული პოლიტიკის მნიშვნელობაზე და განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრეს, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონში განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე კარიერული განვითარების პერსპექტივებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი პოტენციალის სრულად რეალიზებას. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები