აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრი სამელიორაციო სისტემების მართვის პროგრამის ფარგლებში სარწყავი და დამშრობი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი სამელიორაციო სისტემების მართვის პროგრამის ფარგლებში სარწყავი და დამშრობი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან ომარ ტაკიძესთან ერთად, დასრულებული სარწყავი არხი მოინახულა და შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
“ტაკიძეები-მოსიაშვილების სარწყავი არხები სრულად გაიწმინდა მიწის მასისგან და დაზიანებულ მონაკვეთებში მოეწყო მილები. აღნიშნული არხის სრული სიგრძე 3500 გრძივი მეტრია, რომელიც მოემსახურება 150-მდე ოჯახს, სარწყავი ტერიტორიის ფართობი შეადგენს 66 ჰექტარს. პროგრამის მიზანს წარმოადგენს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია. პროგრამა ითვალისწინებდა სარწყავი და შიდაქსელური არხების რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას.
,,სამელიორაციო სისტემების რეკონსტრუქციის” ფარგლებში, 2025 წელს ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში არსებულ 9 სარწყავ არხს რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასევე, პროგრამის ფარგლებში მოვლა-შენახვის ღონისძიებით დამატებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 არხს.
სარწყავი არხების რეაბილიტაციის პროცესი ადგილზე დაათვალიერეს მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ბერიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ როსტომ ლორთქიფანიძემ, აგროსერვის ცენტრის დირექტორმა რაულ თავართქილაძემ, პროგრამის ხელმძღვანელმა პირებმა და სპეციალისტებმა,”- წერია ინფორმაციაში.