დენის სალუქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დეკანაშვილებში, ფერმერის ნაკვეთში ჟოლოს ბაღი დაათვალიერა და კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დეკანაშვილებში, ბადრი თავართქილაძის საკარმიდამო ნაკვეთში ჟოლოს ბაღი დაათვალიერა და კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფერმერს ჟოლოს ბაღი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,საოჯახო მეურნეობის განვითარების” ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდა.
“პროგრამის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების და საოჯახო მეურნეობების ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების განვითარების ხელშეწყობა.
ჟოლოს კრეფის პროცესში ასევე მონაწილეობდნენ, მინისტრის მოადგილეები, ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები,”- წერია ინფორმაციაში.