შავი ზღვის რეგიონში კლიმატის ცვლილებისთვის ადგილობრივი ინტერვენციის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში ლოკალური ადაპტაციის ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა

შავი ზღვის რეგიონში კლიმატის ცვლილებისთვის ადგილობრივი ინტერვენციის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში ლოკალური ადაპტაციის ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯგუფის მუშაობაში ჩართული არიან როგორც პროექტზე მომუშავე გუნდი, ასევე საჯარო მოხელეები – ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, მოსახლეობის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

“ჯგუფის მიერ შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რაც დაეხმარება მუნიციპალიტეტს კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების როგორც პრევენციაში, ასევე ეფექტურად გადაჭრის გზების ძიებაში.

გარდა აღნიშნული სამუშაოებისა, შავი ზღვის აუზის ქვეყნების საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდება თანამედროვე სტანდარტების მწვანე სივრცის, გელაურის მწვანე პარკის მოწყობა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები