ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელ მერეთში შიდა გზის რეაბილიტაცია გრძელდება
ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელ მერეთში შიდა გზის რეაბილიტაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გვერდულების მოწყობა.
გზის სიგრძე 393 მეტრია. სამუშაოების ღირებულება 213 904 ლარია. პროექტი ითვალისწინებს სავალი ნაწილის, სანიაღვრე სისტემის, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოწყობას.