გივი მოდებაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და სოფლებში მაჟორიტარ დეპუტატებთან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და სოფლებში მაჟორიტარ დეპუტატებთან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება 2025 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე გამახვილდა. განიხილეს ინიციატივები და სხვადასხვა მიმართულებით არსებული პრობლემების გადაჭრის გზები.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ლაბაძე, მერის პირველი მოადგილე დავით წერეთელი, მოადგილე დავით ბიწაძე და სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები