აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

,,მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში, შინდისის გმირების სახელობის სკვერში მდებარე მემორიალი ყვავილებით შეამკო.

დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრებმა და აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა.

2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი იყო რუსეთ-საქართველოს ომში, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების 17 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები