გორში, გურამ პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

გორში, გურამ პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიის გამწვანებას, ბილიკების, ბორდიურების, კაუჩუკის მოედნის, ატრაქციონების, საპარკე ავეჯის, სარწყავი სისტემისა და განათების მოწყობას.

,,პროექტი პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2025“ – ის ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 12 პროექტი განხორციელება დაიგეგმა.

პროგრამის „სამოქალაქო ბიუჯეტი“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განაწილება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები