გორში ორგანიზაცია “Pascal STEAM Community”-ის ოთხთვიანი კურსი წარმატებით დასრულდა
გორში ორგანიზაცია “Pascal STEAM Community”-ის ოთხთვიანი კურსი წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მონაწილეებს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.
,,პროექტის დასასრულს, სხვადასხვა მიმართულებით გაიმართა ჩემპიონატი. გამარჯვებულ ბავშვებს სერტიფიკატები და მედლები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და მერიის წარმომადგენლებმა გადასცეს.
ახალგაზრდები ოთხთვიანი კურსის ფარგლებში სწავლობდნენ კომპიუტერულ პროგრამებს, ქმნიდნენ, აწყობდნენ და აპროგრამებდნენ რობოტებს.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების STEAM -ით დაინტერესება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
კონკურსის წესით შერჩეულ 30 ახალგაზრდას სწავლება გორის მუნიციპალიტეტის მერიამ დაუფინანსა.
გორის მუნიციპალიტეტის მერია და „Pascal STEAM Community“ უკვე მეორე წელია თანამშრომლობს. მერიის დაფინანსებით გასულ წელს სრული კურსი 30 მოზარდმა უკვე გაიარა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.