საგარეჯოში, იმედის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება
ქალაქ საგარეჯოში, იმედის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრებზე, ერთ- ერთი დაპირება იყო აღნიშნული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია და ეს დაპირება შესრულდა.
,,მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა გასულ წლებში განხორციელდა. ამ ეტაპზე, იმედის ქუჩაზე 6 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და პროექტის ჯამური ღირებულება 1 106 195 ლარს შეადგენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.