დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება
თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, უხვი ნალექის გამო შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შესაბამისი სამუშაოები ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარალელურად, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის აღრიცხვა.
ამ წუთებში, ვითარების გასაცნობად, ადგილზე იმყოფებიან თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
ლევან წიკლაურის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სპეც. ტექნიკა და სამუშაოები, შექმნილი პრობლემების სრულ აღმოფხვრამდე, ყველა საჭირო ლოკაციაზე ინტენსიურად გაგრძელდება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა დაბა სიონის ადმინისტრაციულ ერთეულში. ორხევში, ყუდროში, ომარაულებსა და საჯინიბოში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, დაიტბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები.