გორში კულტურის სააგენტოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივით საზაფხულო სკოლა გაიხსნა

გორში კულტურის სააგენტოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივით საზაფხულო სკოლა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საზაფხულო სკოლაში გასართობ-შემეცნებითი პროცესი 7 ივლისიდან 17 ივლისამდე გაგრძელდება.

“პროექტში მონაწილეობენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10-12 წლის მოსწავლეები. ბანაკის მიზანია ბავშვებისათვის ლოგიკური აზროვნებისა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა. პროექტი მოიცავს შემეცნებით აქტივობებს, წიგნებისა და კომპიუტერის მეშვეობით საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას. „საზაფხულო სკოლას“ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ყოველ წლიურად ახორციელებს.

საზაფხულო სკოლაში გასართობ-შემეცნებითი პროცესი 7 ივლისიდან 17 ივლისამდე გაგრძელდება. პროექტში მონაწილეობენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10-12 წლის მოსწავლეები. ბანაკის მიზანია ბავშვებისათვის ლოგიკური აზროვნებისა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა.

პროექტი მოიცავს შემეცნებით აქტივობებს, წიგნებისა და კომპიუტერის მეშვეობით საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას. „საზაფხულო სკოლას“ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ყოველ წლიურად ახორციელებს,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები