ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტს დაესწრნენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში, ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტს დაესწრნენ.

ყვარლის მერიის ცნობით, ლეგენდარულმა ანსამბლმა მაყურებლის წინაშე ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია “წუთისოფელი” წარადგინა, რომლის ავტორი და მთხრობელია თემურ ჭკუასელი.

ღონისძიებას მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები