ქარელში, ცურვაში საქართველოს ღია ჩემპიონატი გაიმართა

საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 22 ივნისს, ქარელის საცურაო აუზზე ქარელის ღია პირველობა ცურვაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასპარეზობა ჩატარდა საქართველოს მასშტაბით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 2014-2015-2016-2017 წ.წ. დაბადებული ვაჟები და გოგონები, სულ 125 მონაწილე.

„I,II და III საპრიზო ადგილზე გასული გამარჯვებულები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ქარელის საცურაო აუზის აღსაზრდელებმა წარმატებით იასპარეზეს და დაიკავეს საპრიზო ადგილები:

I ადგილი – მარიამ სუმბათაშვილი;

II ადგილი – ერეკლე კავსაძე;

ასპარეზობას დაესწრნენ ქარელის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვლადიმერ სულაქველიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ასპარეზობის მიზანს წარმოადგენდა ქარელის მუნიციპალიტეტში ცურვის პოპულარიზაცია და განვითარება, მოზარდ თაობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ნიჭიერი და პერსპექტიული სპორტსმენების აღმოჩენა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები