ზუგდიდში, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გაჩნდა – არის მსხვერპლი

ზუგდიდის ცენტრში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ ერთი პირი.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა განაპირობა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები