შინდისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჭაბურღილი, საქლორატორო, სადაწნეო კოშკი, გამანაწილებელი ქსელი და დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები.
“სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრები 120 -მდე ოჯახი განახლებული წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებს.
სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება
გარდა შინდისისა, მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს კიდევ 8 სოფელში – ერგნეთი, ფლავისმანში, ქვემო არცევში, ფლავში, დიცში, აძვში, კოშკასა და ქვეშში,”- წერია ინფორმაციაში.