ბათუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „10 წელი ფოკუსში“

ბათუმი – შერატონ ბათუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „10 წელი ფოკუსში“. გამოფენაზე, კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ გამარჯვებული ფოტოჟურნალისტების ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიასა და მისი ხალხის გამძლეობას, გამოწვევებსა და წარმატებებს ასახავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეს გამოფენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ და მის მზადყოფნას, გააგრძელოს ჟურნალისტების დახმარება.

“გამოფენა, რომელიც თბილისში ევროპის დღის აღნიშვნის ნაწილი იყო, თავდაპირველად გორის „ხელოვნების სახლში“ ერთ თვეზე მეტ ხანს იყო წარმოდგენილი. ამჟამად, ის ევროპის დღე ბათუმის ნაწილია, რომელიც ოფიციალურად გაიხსნება ხვალ, 21 ივნისს, 13:00 საათზე, სასტუმრო შერატონ ბათუმში.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, მედიისთვის კომენტარს გააკეთებს გახსნის ცერემონიის შემდეგ, 21 ივნისს, 13:40 საათზე.

21 ივნისი
ევროპის დღე ბათუმი
• მედია მოწვეულია 12:30 საათიდან
• საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკის ოფიციალურად გახსნის ღონისძიებას 13:00 საათზე
• საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის კომენტარი მედიისთვის 13:40 საათზე

„ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის“ შესახებ

2012 წელს დაარსებული კონკურსი – „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ არის ყოველწლიური ჯილდო, რომელიც ქართული ჟურნალისტიკის განსაკუთრებულ მიღწევებს ავლენს. კონკურსი, რომლის ორგანიზატორია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა, პროფესიონალური, ეთიკური და თავისუფალი მედიის განვითარებას უჭერს მხარს. კონკურსი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს ეყრდნობა და ქართულ მედიაში მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას უწყობს ხელს.
კონკურსის მონაწილეებს პრიზები გადაეცემათ როგორც ტრადიციულ, ასევე ციფრულ მედიაში გამოქვეყნებული გამორჩეული ნამუშევრებისათვის ისეთ კატეგორიებში, როგორებიცაა: საგამოძიებო რეპორტაჟი, სიუჟეტი, ბლოგი, დოკუმენტური ფოტოგრაფია და სხვა.

გაიგეთ მეტი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის შესახებ: www.euingeorgia.eu,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები