,,სიძემ მოკლა სიმამრი” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე 

,,სიძემ მოკლა სიმამრი” – ამის შესახებ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე საუბრისას აცხადებენ.

მათი თქმით, მამაკაცი უსინათლო იყო.

,,ამ დილით გავიგე, სიძემ მოკლა სიმამრი. უსინათლო იყო კაცი. მთელი ცხოვრება წესიერად შრომაში გაატარა”,- ამბობს ადგილობრივი.

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მკვლელობა დილით მოხდა.

,,ამ დილით მოუკლავს. სიძემ მოკლა სიმამრი, მერე გაქცეულა და აუყვანიათ”,- ამბობს მეზობელი.

კიდევ ერთი ადგილობრივი ვარაუდობს, რომ მკვლელობა დანით მოხდა.

,,ერთ სახლში ცხოვრობდნენ. მგონი, დანით არის მოკლული”,- ამბობს მეზობელი.

შეგახსენებთ, რომ ხაშურში, სოფელ ზემო ოსიაურში მკვლელობა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები