ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბნიდან დაბა ბაკურიანამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი უახლოეს დღეებში დაიწყება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიმოთესუბნიდან დაბა ბაკურიანამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი უახლოეს დღეებში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზის რეაბილიტაცია მოიცავს შემდეგ სამუშაოებს: ასფალტის საფარის მოწყობა 2.7 კმ მონაკვეთზე; ხელოვნური ნაგებობების – რკინაბეტონის მილების და მიერთებების მოწყობა, ასევე რეაბილიტირდება ხიდი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. რათა ადგილობრივ მოსახლეობის გადაადგილება მნიშვნელოვნად გამარტივდეს და განვითარდეს ტურისტული პოტენციალი რეგიონში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები