ოთარ არბოლიშვილმა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატში მონაწილე წარმატებულ ბორჯომელ სპორტსმენებს მადლობის სიგელები გადასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილმა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატში მონაწილე წარმატებულ ბორჯომელ სპორტსმენებს მადლობის სიგელები გადასცეს.

ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

ბორჯომის სასპორტო სკოლის მკლავჭიდის სექციის სპორტსმენი გოგა ბლიაძე 50 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ალექსანდრე კაპანაძემ მესამე ადგილი მოიპოვა, ხოლო ნელი უსტინენკო მეოთხე ადგილზე გავიდა.

მკლავჭიდის 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები