ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, მაისში, 1 367 ბენეფიციარს 405 430 ლარის დახმარება გაეწია
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, მაისში, 1 367 ბენეფიციარს 405 430 ლარის დახმარება გაეწია. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 230 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 204 507 ლარი გამოიყო;
122 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 24 707 ლარით დაფინანსდა; ონკოლოგიური დაავადებების მქონე 29 პაციენტი 23 936 ლარით დაფინანსდა; 114 მრავალშვილიანი ოჯახი 27 750 ლარით დაფინანსდა;
365 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 14 480 ლარით დაფინანსდა; ცელიაკიის დიაგნოზის მქონე 3 ბენეფიციარს 150-150 ლარი ჩაერიცხა; 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, 3 ბენეფიციარს 200-200 ლარი ჩაერიცხა;
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 26 ვეტერანს, ფულადი დახმარების სახით, ერთჯერადად, 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარი ჩაერიცხა.ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.