სოფელ ცერონისში გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს

ქარელის მერიის ინფორმაციით, სოფელ ცერონისში გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

,,სოფელ ცერონისში მიმდინარეობს გზების მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება: გზის ერთ მონაკვეთზე ასფალტობეტონის, ხოლო მე-2 მონაკვეთზე ცემენტობეტონის საფარის მოწყობა.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მე-2 მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები, სადაც უკვე მოწყობილია გზის სავალ ნაწილზე ცემენტობეტონის საფარი და მიმდინარეობს გვერდულების მოწყობა ქვიშახრეშოვანი ნარევით.

პროექტის ფარგლებში პირველ მონაკვეთზე დაიგება 403 გრძივი მეტრი ასფალტობეტონის საფარი, ხოლო მე-2 და მე-3 მონაკვეთზე კი 944 გრძივი მეტრი ცემენტობეტონის საფარი, მიერთებები და ეზოში შესასვლელები.

სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჰედეფ ჯორჯია”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები