მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გივი ელიავამ, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გივი ელიავამ  მერიის კულტურის სამსახურის უფროსთან მურმან წოწორიასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს, ბანძას და დიდი ჭყონის განყოფილების, ასევე დაცვის პოლიციის თანამშრომლებს  პროფესიული  დღე  მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.

გივი ელიავამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს  ასევე მადლობა გადაუხადა საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა  საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები