ქვემო ხვედურეთში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს
ქვემო ხვედურეთში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
,,ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ ქვ. ხვედურეთში გზის ასფალტირების სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში მოწყობილია ხელოვნური ნაგებობები, დაგებულია საფარის ქვედა ფენა მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონით.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიერთებებზე საფუძვლის მოსაწყობი სამუშაოები, ხოლო გზის სავალ ნაწილზე კი საფარის ზედა ფენის მოწყობა წვრილმარცვლოვანი ასფალტობეტონით.
სულ დაიგება 0,965 მეტრი გზის საფარი.
სამუშაოები ხორციელდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს ამხანაგობა ,,გზა 2023″”,- წერია ინფორმაციაში.