ბორჯომში, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი აღინიშნა
ბორჯომში ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი აღინიშნა.
ბორჯომის მერიის ინფორმაციით,
გამარჯვების სკვერში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
მერმა, ოთარ არბოლიშვილმა მეორე მსოფლიო ომში, ქართველთა თავდადებაზე ისაუბრა.
“ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ვულოცავ ომის ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს. მათი წვლილი განუზომელია კაცობრიობის წინაშე”,- განაცხადა ბორჯომის მერმა.
მამა ალექსანდრემ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა “ძმათა სასაფლაოზე” მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი და გმირთა საფლავები ყვავილებით შეამკეს.