ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, აპრილის თვეში, 2 117 ბენეფიციარს 498 938 ლარის დახმარება გაეწია
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, აპრილის თვეში, 2 117 ბენეფიციარს 498 938 ლარის დახმარება გაეწია. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
,,მათ შორის:
☑️235 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის 222 106 ლარი გამოიყო;
☑️148 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 29 793 ლარით დაფინანსდა;
☑️ონკოლოგიური დაავადებების მქონე 32 პაციენტი 34 109
ლარით დაფინანსდა;
☑️114 მრავალშვილიანი ოჯახი 27 650 ლარით დაფინანსდა;
☑️369 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 14 480 ლარით დაფინანსდა;
☑️ ცელიაკიის დიაგნოზის მქონე 2 ბენეფიციარს 150-150 ლარი ჩაერიცხათ.
ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა”,- წერია ინფორმაციაში.