საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ გულიკაშვილი გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა იუსტიციის სახლის ახალი ფილიალის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. უკვე დასრულებულია გზის საფარის, სანიაღვრე სისტემისა და დამცავი ჯებირების მოწყობა.
,,ავთანდილ გულიკაშვილის განცხადებით, პროექტი ტერიტორიაზე მოქალაქეების კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება”,- წერია ინფორმაციაში.