ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია

,,ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია”,- ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

,,ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

სტიქიის ზონაში იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.

გზის გახსნა სატრანსპორტო მოძრაობისთვის უმოკლეს ვადაში მოხდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები