ქარელის მუნიციპალიტეტში, გზის ასფალტირება მიმდინარეობს
„ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ რუისში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს,“- ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ რუისში დაათვალიერეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები.
„ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზა N6 მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 266 გრძივი მეტრი გზის ასფალტირება.
სამუშაოები მიმდინარეობს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
პროექტს ახორციელებს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1″,- ნათქვამია ინფორმაციაში.