დაბა ხულოში, ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
„დაბა ხულოში, ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს,“- ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სკვერის რეაბილიტაცია დაახლოებით, 2 821 კვ. მეტრ ფართობზე განხორციელდება და მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სკვერი მოეწყობა.
„მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი სივრცეები, გარე განათება, საფეხმავლო ბილიკი, შადრევანი. ასევე, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაირგვება ხე-მცენარეები.
აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 1 026 160 ლარია გათვალისწინებული,”- ნათქვამია ინფორმაციაში.