ბორჯომში “თებეს” ბენეფიციარებისთვის საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა
“საქართველოს წითელი ჯვრის, ბორჯომის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურის ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიება ხედვა, ზრუნვა,მხარდაჭერისა და დღის ცენტრ ,,თებეს” ბენეფიციარებისთვის გაიმართა,”- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელმა მიხეილ ხუციშვილმა ,ოჯახის სოციალურ მუშაკთან,ლელა გოგოლაძესთან ერთად ,დღის ცენტრის ბენეფიციარებს სათამაშო და გასართობი საშუალებების სასაჩუქრე ყუთები გადასცა.