ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბეერ-შევას სახელობის პარკში, გულშემატკივრებმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში – მირიან მაისურაძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

“ონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბეერ-შევას სახელობის პარკში, გულშემატკივრებმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში – მირიან მაისურაძეს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს,”- ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილი, პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე გიორგი მაქარაშვილი.

“მშობლიურ ქალაქში, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მეგობრებთან და გულშემატკივრებთან ერთად,სიყვარულით დახვდნენ საამაყო სპორტსმენს ევროპის ჩემპიონები – გიორგი მეშვილდიშვილი, გივი მაჭარაშვილი და სხვა ტიტულოვანი სპორტსმენები.

შეხვედრა, სიმბოლურად ახალ საჭიდაო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლმა “რაჭა” და ცეკვის ანსამბლმა “ორბა”.

ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს სახელოვან ქართველ სპორტსმენს ევროპის ჩემპიონატის პრიზიორის ტიტული, ასევე მადლობის სიგელებთან ერთად სპორტსმენს ფულადი ჯილდო გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, მირიან მაისურაძემ (92)კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე მირიან მაისურაძე 2024 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია არაოლიმპიურის წონით კატეგორიაში,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები