ლანჩხუთში, კულტურის ცენტრში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

“ლანჩხუთში, კულტურის ცენტრში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა,”- ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე შემოქმედებით კონკურსს ,,მთიების” გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ სპეციალური პრიზები გადასცეს.

“პროზაში პირველი ადგილი მიხეილ ბერიძემ დაიკავა, მეორე – ნიკოლოზ ჭანტურიამ, მესამე ადგილზე ეთერ თავდგირიძე გავიდა;

პოეზია: პირველი ადგილი – ნიკოლოზ თადუმაძე, მეორე ადგილი – საბა მამულაიშვილი, მესამე ადგილი დავით ჩეჩელაშვილი;

ფერწერა: პირველი ადგილი – რეზო კუპატაძე, მეორე ადგილი – მარიამ მეგრელიშვილი; მესამე ადგილი – ლილე ფირცხალაიშვილი; ქანდაკება – გაიმარჯვა საბა ჩხაიძემ;

ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა რესურსს ცენტრის ხელმძღვანელ ნინო ჩიტაძესთან ერთად 2022-2023 წლების კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები