სოფელ წედისამდე მისასვლელი გზის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობით დაიწყო

სოფელ წედისამდე მისასვლელი გზის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

,,აქტიურ ფაზაშია სოფელ წედისში ცენტრალური გზიდან სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, პროექტით გათვალისწინებულია ხელოვნური ნაგებობების; ლითონის გადამღვრელების კიუვეტებისა და ლითონის ზღუდარების მოწყობა.

პროექტი გარდამავალია და პირველი ეტაპი, ორ კილომეტრიან გზის სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობით, რომლის სისქე 9სმ – ია.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო მისი ღირებულება 719 900 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს ამბროლაურის „ავტოგზა’’ ასრულებს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები