ფოთში ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება.