გორში, მდინარე მეჯუდის მარჯვენა სანაპიროზე, ახალი ქუჩის მოწყობა სრულდება
გორში, მდინარე მეჯუდის მარჯვენა სანაპიროზე, ახალი ქუჩის მოწყობა სრულდება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
,,გოგებაშვილის ქუჩის პარალელური სანაპირო ერთმანეთს პუშკინის ქუჩასა და ცხინვალის გზატკეცილს აკავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობას.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.
პროექტით ითვალისწინებდა 1 033 მეტრი ახალი გზის მშენებლობას, საფეხმავლოების, პანდუსების, სანიაღვრე სისტემის, მოაჯირების, საყრდენი კედლის, რეკრეაციული ზონისა და გარე განათების მოწყობას”,- წერია ინფორმაციაში.