ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩაზე სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
„ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩაზე სტადიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს,“ – ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა , ქარელში, ახალგაზრდობის ქუჩაზე სტადიონის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
„პროექტის ფარგლებში დასრულებულია სტადიონის შემოღობვისა და შეღებვის სამუშაოები, მოწყობილია ტრიბუნები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური საფარის მოწყობა.
პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით. სამუშაოებს ასრულებს შპს „თამარაშენი 2008,”- წერია ინფორმაციაში.