სოფელ ქვენატკოცაში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო
„სოფელ ქვენატკოცაში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო,“-
ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ქვენატკოცაში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
„პროექტის ფარგლებში 4 ქუჩაზე (გზა #1, #3, #6 და #8) განხორციელდება ასფალტობეტონის საფარის მოწყობა.
ამ ეტაპზე გზა #3-ზე დასრულებულია მოსამზადებელი, მიწის ვაკისის და საფუძვლის მოწყობის სამუშაოები და მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის ქვედა ფენის მოწყობა.
სულ ოთხივე მონაკვეთზე დაიგება 2 კმ-მდე გზის საფარი.
პროექტი ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ჰედეფ ჯორჯია”,”- ნათქვამია ინფორმაციაში.