გიორგი ურუშაძე: სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ფაქტობრივად, დასკვნით ფაზაშია
,,ფაქტობრივად, უკვე დასკვნით ფაზაშია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები”, – ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ფაქტობრივად, აღმოფხვრილია.
„ან დღის ბოლოს, ან ხვალისთვის ჩვენ შევძლებთ, რომ ერთ-ერთი კრიტიკული მონაკვეთის – სურების მიმართულებით გზა უკვე სრულად გავხსნათ. ფაქტობრივად, რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა აღმოფხვრილია, ხოლო ბუნებრივი აირის მიწოდებას რაც შეეხება, გვაქვს გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები. ძალიან მცირე რაოდენობის აბონენტები არიან დარჩენილი გაზმომარაგების გარეშე და აქაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ინტენსიურად მიეწოდებათ საკვები პროდუქტები და მედიკამენტები იმ მოქალაქეებს, რომელთაც ამის საჭიროება აქვთ. მიკროშტაბები აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და ეს პროცესი გაგრძელდება მანამდე, სანამ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები არ დასრულდება“, – აღნიშნა ურუშაძემ.