ხულოში, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა

„ხულოში, საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა,“- ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს.

„ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ჯამბულატ მელაძემ, საგანგებო შტაბის
სხდომაზე, ყველა უწყების მიერ, სტიქიის სალიკვიდაციო პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, იწმინდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ბათუმი-ანგისა ახალციხის საავტომობილო გზის, ხულო-გოდერძის მონაკვეთი,უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები.

ცხელ ხაზზე შემოსულ ყველა შეტყობინებაზე მოხდა დროული რეაგირება და მოქალაქეებს გაეწიათ შესაბამისი დახმარება.

გარდა ამისა, სხვადასხვა უწყების თანამშრომლების, მერის წარმომადგენლების და დეპუტატების აქტიური
ჩართულობით განხორციელდა საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული შენობების და ყველა
სტრატეგიული ობიექტების გადმოთოვლის სამუშაოები. ასევე, საცხოვრებელ სახლებამდე იქნა მიყვანილი
საფეხმავლო გზა.

ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან და დღის განმავლობაში მაქსიმალურად დაკმაყოფილდება თითოეული მოქალაქის საჭიროება.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა რომ სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების ეფექტურად გადაჭრის მიზნით, დღის განმავლობაში ტექნიკა იმუშავებს ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდით სამუშაოებზე,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები