ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს
“სოფელ ჯუმათში თოვლში მოყოლილი მცირეწლოვანი და მისი ოჯახი სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს,” – ამის შესახებ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, დაზარალებული ოჯახი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გამოიყვანეს.
„მცირეწლოვანი ბავშვი და მისი ოჯახი გამოყვანილია. ყველა მათგანი უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს“, – განაცხადეს რწმუნებულის ადმინისტრაციაში.