გორში უამინდობის გამო, ინტენსიურად მუშაობს კეთილმოწყობის სააგენტო

„უამინდობის გამო მესამე დღეა გორში ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს კეთილმოწყობის სააგენტო,”- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, საავტომობილო გზებზე მუშაობს შესაბამისი სპეც-ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი. ღამის საათებში დაწყებული სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

„ქალაქში უამინდობის დასრულებამდე აღნიშნული სამუშაოები შესაბამისი ინტენსივობით გაგძელდება, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები