ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ცენტრალური შესასვლელის გადახურვა დაზიანდა
გუშინ, საღამოს საათებში ინტენსიური თოვის დროს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა,“- ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეისები გადადებული იყო და ასეა ამ მომენტშიც. შესაბამისად, როცა მსუბუქი გადახურვა დაზიანდა აეროპორტის ტერმინალში არ იყვნენ მგზავრები და არც პერსონალის დიდი ნაწილი. ტავ ჯორჯია აქტიურ აღდგენით სამუშაოებს ატარებს.
ეს ამბავი გუშინ საღამოს, 6 საათისთვის მოხდა და მყისიერად მივაწოდეთ ინფორმაცია მედიებს, რომლებიც დაგვიკავშირდნენ. ამ დროისთვის სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია,” – წერია ინფორმაციაში.